Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№ 9/29 - 01 

27.05.2022

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  ცვლილების შესახებ      

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:

1.1. დოქტორანტ ამირან მაღლაკელიძეს, სადისერტაციო თემის - ,,დამწყებ მეწარმეთა ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში“, ნაცვლად,  დაუმტკიცდეს: „მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში“

             მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი  გულნაზ ერქომაიშვილი

1.2. დოქტორანტ მედეა ხარაიშვილის, სადისერტაციო თემის - „ადამიანური კაპიტალის ფორმირება და მისი გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე“ ნაცვლად, დაუმტკიცდეს: „დასაქმების პოლიტიკის მოთხოვნებთან უმაღლესი განათლების სწავლის შედეგების შესაბამისობის კვლევა საქართველოში“.  

         მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი გულნაზ ერქომაიშვილი

1.3. დოქტორანტ უჩა გოგრიჭიანს, სადისერტაციო თემის - „ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკა ევროინტეგრაციის გზაზე“ ნაცვლად, დაუმტკიცდეს: „სოციალური პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების მიმართულებები საქართველოში“

         მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი რევაზ გველესიანი.

2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი   პროფესორი,         გიორგი ღაღანიძე